Tuesday, October 13, 2009

ქიმიური ლაბორატორია

პროექტი: ქიმიური ლაბორატორია
პროექტის მოკლე აღწერა: სკოლას არ გააჩნია ქიმიური ლაბორატორია,რაც გარკვეულ წილად აფერხებს ქიმიის გაკვეთილების სრულყოფას ვიზუალური თვალსაჩინოების გარეშე
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები პედაგოგის და სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით შეაგროვებს ინფორმაციას საასკოლო ლაბორატორიის შესახებ. შეარჩევენ სკოლის შენობაში ადგილს სადაც შეიძლება ლაბორატორიის მოწყობა. შეიძენენ ლაბორატორიისთვის საჭირო ხელსაწყოებს, ქიმიურ რეაქტივებს,ქიმიურ ჭურჭელს და გამწოვ კარადას ქიმიური რეაქციებისათვის.
სკოლაში ლაბორატორიის არსებობა გაზრდის ინტერესს ქიმიის, როგორც საგნის ასევე მეცნიერების შესახებ. გაუჩნდებათ სურვილი მეტი და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ სასწავლო მასალის გავლისას ჩაატარონ ექსპერიმენტები და შედეგები აცნობონ,როგორც თავიანთი სკოლის ასევე რაიონში არსებული სკოლების თანატოლებთან. მიღწეული შედეგებით იამაყებენ და შეასწავლიან მომავალ თაობებს
რაც აუცილებლად გამოადგებათ შემდეგში საქართველოში არსებულ ფაბრიკა-ქარხნებში სამუშაოდ.
მონაწილეთა ასაკი: 15-17 წ.
ვადების ხანგრძლივობა: 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: დაათვალიერებენ რაიონში არსებულ ლაბორატორიებს: საავადმყოფო,საკონსერვო, შაქრის ქარხნის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიებს.
მოსალოდნელი შედეგები: ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია და გაიზრდება ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ, დაიხვეწებიან და საზოგადოებას დაუბრუნდებიან ცოდნით აღჭურვილები.
სარგებელი სხვებისთვის: ეს იქნება სტიმული მომავალი აღსაზრდელებისთვის. გაიზრდება ინტერესი სწავლისადმი.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან კავშირი: ბიოლოგია, ფიზიკა
პროექტის ფასილიტატორი: ნანა მამულაშვილი
ელ. ფოსტა: nana.mamulashvili@gmail.com
,

No comments:

Post a Comment