პრაქტიკული კვლევა


სსიპ ქ. ხაშურის N2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლების
ნანა მამულაშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში



თემა: “როგორ გამოვიყენოთ დ. უზნაძის „განწყობის თეორია“ ქიმიის სწავლებისადმი მოტივაციის ასამაღლებლად“


„სასწავლო პროცესის ეფექტიანობა , პირველ რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას“.
                                                                   დიმიტრი უზნაძე


2018/2019 სასწავლო წელი
სარჩევი
შესავალი ....................................................................................................................3                                                                           
თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა ..................................................................5   
1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა; პრობლემის
      დასაბუთება........................................................................................................
.5                                                                                          
1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და
       კოლეგებისათვის..............................................................................................
6                                                                         
თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები...........................................................7
2.1 კვლევის კითხვები/ჰიპოტეზა........................................................................7                                                              
2.2  კვლევის მიზნები............................................................................................7          
2.3  კვლევის ამოცანა/ამოცანები...............................................................................
8                                                                 
თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი...................................................8
თავი IV    კვლევის მეთოდოლოგია........................................................................11                                        
4. 1  კვლევის ეთიკა....................................................................................................13
4. 2 კვლევის სამიზნე ჯგუფი...................................................................................15    
4. 3  მონაცემთა შეგროვების მეთოდები................................................................15    
4. 4  მონაცემთა ანალიზი.........................................................................................19
4. 5 შედეგების ანალიზი. ცხრილები/დიაგრამები ............................................20     
4. 6  კვლევის ვადები................................................................................................21
თავი V    ინტერვენციები.........................................................................................22
5.1  ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება................................................22     
5.2  ინტერვენციების შეფასების მეთოდები........................................................24     
თავი VI    კვლევის შედეგები.................................................................................25               
6.1 პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგების ანალიზი....25      
6.2 კვლევის შედეგებია ანალიზი.........................................................................25
თავი VII   მიგნებები,  რეკომენდაციები, ...........................................................27
ბიბლიოგრაფია...............................................................................          ........................29

შესავალი

   ნაშრომი წარმოადგენს სსიპ  ქ. ხაშურის N2 საჯარო სკოლის ქიმიის მაწავლებლის ნანა მამულაშვილის მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს, რომელშიც განხილულია საკვლევ თემასთან დაკავშირებული საკითხები და შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა. აღნიშნული კვლევა წარმოადგენს ორიგინალურ ნაშრომს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნეულ, ან მათ მიერ მომზადებულ მასალას. მასალის გამოყენების შემთხვევაში ბიბლიოგრაფიაში მითითებულია წყარო, ან ავტორი, შესაბამისი წესების დაცვით.
      მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების და მათ შორის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემების სასწავლო გეგმებში მკაფიოდ იკვეთება სამეცნიერო წიგნიერების ახლებური ხედვა. საქართველოს ესგ განმარტავს „საბუნებისმეტყველო წიგნიერებას“, როგორც გარემოს გაგებისა და შემეცნების უნარსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემების გადასაჭრელად მეცნიერული პრინციპების გამოყენების უნარს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, წიგნიერი ახალგაზრდა იცნობს ბუნებას, ესმის მეცნიერების (ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის) საკვანძო ფაქტები, კონცეფციები, პრინციპები და კანონები.
    მიუხედავად, განათლების ეროვნული მიზნებისა და ესგ-ს სტანდარტის მოთხოვნებისა, საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესი ძალიან დაბალია, რაზეც ასევე მეტყველებს სახელმწიფო შეფასების შედეგები საბაუნებისმეტყველო მეცნიერებებში (naec 2016წ.)
        „ქიმიაში, კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა 0.30% წარმატებით ართმევს თავს მიღწევის უმაღლესი საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, ავლენს ქიმიაში გაწაფულობისა და საბაზო საფეხურის (მე-9 კლასი) შესაბამისი ცოდნისა და უნარების უმაღლეს დონეს (საუკეთესო შესრულება). მათ შეუძლიათ რთული, არასტანდარტული დავალებების შესრულება, კომპლექსური ინფორმაციის ანალიზი, მსჯელობა, დასკვნების გამოტანა და განზოგადება.
        მოსწავლეთა 3% წარმატებით სძლევს მიღწევის მაღალი საფეხურის დავალებებს, მაგრამ ვერ უმკლავდება უმაღლესი საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, ავლენს საბაზო საფეხურის (მე-9 კლასი) შესაბამისი ცოდნისა და უნარების მაღალ დონეს (კარგი შესრულება). მათ აქვთ საგნობრივი ცოდნა, შეუძლიათ ამ ცოდნის ეფექტიანი გამოყენება რეალურ, სტანდარტულ სიტუაციაში. ფლობენ ანალიტიკურ უნარებს და შეუძლიათ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის სინთეზი დავალების შესასრულებლად.
       მოსწავლეთა 11 % წარმატებით ართმევს თავს მიღწევის საშუალო საფეხურის დავალებებს, მაგრამ ვერ სძლევს მაღალი საფეხურის დავალებებს, რაც მიუთითებს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ნაწილობრივ ფლობაზე. მათ შეუძლიათ საგნის ელემენტარული ცოდნის გამოყენება სხვადასხვა მარტივ სიტუაციაში (დამაკმაყოფილებელი შესრულება).
      მოსწავლეთა 37% სძლევს მიღწევის დაბალი საფეხურის დავალებებს, მაგრამ ვერ უმკლავდება საშუალო საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, გააჩნია მხოლოდ მინიმალური საბაზო ცოდნა (მინიმალური შესრულება).
       გამოიკვეთა მოსწავლეთა 49% ე. წ. კრიტიკული ნაწილი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით ქიმიაში გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებს - ეს მოსწავლეები ვერ სძლევენ მიღწევის დაბალი საფეხურისათვის განსაზღვრულ უმარტივეს დავალებებსაც კი (არადამაკმაყოფილებელი შესრულება).“
      როგორც კვლევიდან ჩანს ქიმიაში მოსწავლეთა უმრავლესობა დაბალ დონეზეც კი ვერ ართმევს თავს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაძლებელია, რომ აღნიშნული მდგომარეობა მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის საგნისადმი დაბალი ინტერესი და მოტივაცია. მოსწავლეები ხშირად ამბობენ, რომ ქიმია ერთ-ერთი რთულად სასწავლი საგანია. საინტერესოა ისიც, თუ რას გულისხმობენ მოსწავლეები სირთულეში, ან რა სახის სირთულეებს აწყდებიან და რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზები.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან.

თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა
თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები         
თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი         
თავი IV    კვლევის მეთოდოლოგია
თავი V    ინტერვენციები
თავი VI    კვლევის შედეგები
თავი VII   მიგნებები, დასკვნები, რეკომენდაციები
ბიბლიოგრაფია:

თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა
1.1    საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა;  პრობლემის
  დასაბუთება; 
      ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული სახელმწიფო შეფასების შედეგებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დაბალი ინტერესი, დღეს არა მარტო ერთი მასწავლებლის და სკოლის, არამედ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. ხშირად მასწავლებლები პრობლემის გამომწვევ მიზეზად ასახელებენ ლაბორატორიებისა და შესაბამისი საკაბინეტო აღჭურვილობის სიმწირეს, თუმცა, თუ ჩვენ გადავხედავთ განვითარებული ქვეყნების მაგალითს, ვნახავთ, რომ მიუხედავად ლაბორატორიების მოწყობისა პრობლემა ვერ გვარდება.
      ვფიქრობ, რომ პრობლემა არა იმდენად ლაბორატორიების არსებობა არ არსებობას კი არა, არამედ მოტივაციის ამაღლებისა და ინტერესის აღძვრის ნაკლებობას მეტად უკავშირდება, ვიდრე კარგ კლას-კაბინეტებს.
დ. უზნაძე თვლიდა: იმისათვის, რომ ადამიანმა ესა თუ ის ქმედება განახორციელოს საჭიროა მთლიანპიროვნული მზაობა ანუ მოთხოვნილებისა და გარემოს თანხვედრა, რომლის შედეგად ვღებულობთ განწყობას, ანუ სურვილს განვახორციელოთ თუ არა რომელიმე კონკრეტული ქმედება.
    დავუშვათ, რომ სკოლაში არ არის შესაბამისი პირობები ქიმიისადმი ინტერესის აღძვრისა და მოტივაციის  ასამაღლებლად  არ იყოს გარემო. ე.ი. გამოდის, რომ მოსწავლეებს რომც ჰქონდეს ქიმიის შესწავლის მოთხოვნილება, გარემოს არ არსებობის გამო ვერ ისწავლიან, ან პირიქით, იყოს შესანიშნავი გარემო და მოსწავლეებს არ ჰქონდეთ  შესაბამისი მოთხოვნილება, ამ შემთხვევაშიც მოსწავლე ვერ შეძლებს ქიმიის შესწავლას. ანუ გამოდის, რომ მასწავლებელმა უნდა მოახერხოს, გააჩინოს მთლიანპიროვნილი მზაობისათვის საჭირო ორივე კომპონენტი და თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს სკოლების უმრავლესობა ზუსტად ამ კომპონენტების სიმწირეს განიცდის, მაშინ ძალზე საინტერესო და აქტუალური ხდება აღნიშნული კვლევა, რათა დავადგინოთ, თუ როგორ და რა საშუალებებით შეიძლება პრობლემის მოგვარება.
(პირველადი მდგომარეობის კვლევა)
Ø  ანკეტირება მოსწავლეთათვის.
Ø  დისკუსია ფოკუს-ჯგუფებთან.
Ø  შედეგების ანალიზი.

1.2  მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და
       კოლეგებისათვის
         ვფიქრობ, რომ კვლევის მიმდინარეობის პროცესში მოხდება მოსწავლეთა დაინტერესება საგნით, გაიზრდება მათი მოტივაცია და შედგება მთლიანპიროვნული მზაობა საგნის შესწავლისათვის აუცილებელი მოთხოვნილებისა და გარემოს თანხვედრით. მოლოდინი მაქვს, რომ შეიცვლება საგნის მიმართ დამოკიდებულება და ინტერესი, რაც მოსწავლეებს დაეხმარება საგნის სწავლებისადმი მოტივაციის შენარჩუნებაში, სწავლების მომდევნო საფეხურზეც.
        პირადად ჩემთვის აღნიშნული კვლევა წარმოადგენს თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო საშუალებას, ვინაიდან კვლევის ფარგლებში გავეცნობი ლიტერატურას, კიდევ ერთხელ გადავხედავ სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს. გავეცნობი დარგში არსებულ სიახლეებსა და მიგნებებს,  რაც დამეხმარება, როგორც პროფესიულ განვითარებაში, ასევე სამომავლოდ, მსგავსი პრობლემების მოგვარებაში.
         ცხადია, ვერ ვიტყვი იმას, რომ აღნიშნული კვლევით გადავჭრი საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისადმი დაბალი მოტივაციის არსებობის პრობლემას, მაგრამ შესაძლებელია, რომ ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები გამოადგეთ ჩემს კოლეგებს მსგავსი პრობლემების დაძლევაში.
   
თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები
2.1   კვლევის ჰიპოტეზა/ მთავარი კითხვა
Ø  კვლევის მთავარი კითხვაა: როგორ გამოვიყენოთ „დ. უზნაძის განწყობის თეორია პარქტიკაში“?
Ø  ჰიპოთეზა-იმისათვის, რომ მოსწავლეებს ავუმაღლოთ მოტივაცია და ინტერესი ქიმიის შესწავლისადმი, აუცილებელია მთლიანპიროვნული მზაობა.

2.2  კვლევის მიზნები  
კვლევის მიზანია:
ü  დავადგინო მიზეზები, თუ რატომ უჭირთ, ან აინტერესებთ მოსწავლეებს ქიმია.
ü  დავადგინო მოსწავლეთათვის საინტერესო დეტალები, რომელიც ხელს შეუწყობს ქიმიისადმი ინტერესის გაზრდას.
ü  „განწყობის თეორიაზე“ დაყრდნობით, გამოვიყენო სწავლების ეფექტური სტრატეგიები.
ü  ხელი შევუწყო საგნის საწავლებისადმი ინტერესის გაზრდას.

2.3  კვლევის ამოცანა/ამოცანები                                                                                                                
         კვლევის ძირითადი ამოცანაა, გამოვიკვლიო პრობლემის გამომწვევი მიზეზები, დავგეგმო მისი მოგვარების სტრატეგიები და მოვახდინო დასახული მიზნების მიღწევა. ამისათვის ვგეგმავ გამოვიყენო თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, რომელიც მომცემს შესაძლებლობას დავგეგმო ინტერვენციები და მოვახდილო შედეგების ანალიზი.
            კვლევის ამოცანები:
Ø  რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენება;
Ø  ინტერვენციების დაგეგმვა;
Ø  ინტერვენციების განხორციელება;
Ø  ინტერვენციების შეფასება;
Ø  კვლევის შედეგების ანალიზი;

თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი
   
       დიმიტრი უზნაძემ  ფსიქოლოგიაში  პირველად  დაამუშავა  განწყობის  ბუნების შესწავლის ექპერიმენტული მეთოდი („ფიქსირებული განწყობის მეთოდი“) და შესაძლებელი გახადა განწყობის ბუნების შესწავლა იმ როლის საფუძველზე, რომელსაც იგი თამაშობს ილუზიის წარმოშობაში, მის მიმდინარეობასა და ჩაქრობაში. ფიქსირებული განწყობის მეთოდით შესწავლილ იქნა განწყობის სხვადასხვა განზომილება (აგზნებადობა, დინამიკურ-სტატიკურობა, პლასტიკურობა-სიტლანქე, სტაბილობა-ლაბილობა, ირადიაცია, გენერალიზაცია);  დადგინდა  განწყობის სახეები (დიფუზური, დიფერენცირებული, ფიქსირებული);  გაირკვა,  რომ ამა თუ იმ ინდივიდს, როგორც განწყობის გარკვეული ტიპის წარმომადგენელს, ახასიათებს განწყობის ცალკეულ განზომილებათა სხვადასხვაგვარი შერწყმა; დადასტურდა, რომ ფსიქოზები და ნევროზები თავს იჩენს განწყობის ზემოთ დასახელებულ ასპექტთა სტრუქტურული ცვლილებისას და სხვა.
        ფიქსირებული განწყობის მეთოდმა შესაძლებელი გახადა შესწავლილიყო განწყობა,  როგორც შეგუებითი მიზანმიმართული ქცევის კონსტიტუციური ფაქტორი — ინდივიდის ქცევა „ცარიელი ადგილიდან“ არასოდეს იწყება. ინდივიდი ქცევის სუბიექტი იმით ხდება, რომ უშუალოდ მოქმედების განხორციელების მომენტში კი არ განეწყობა მოცემული მოქმედების მიმართულებით, არამედ მანამდეა წინასწარ ორიენტირებული, განწყობილი ამ მოქმედებისადმი. ამრიგად, განწყობა წესრიგს, ორგანიზაციას გამოხატავს და ქცევის განსაზღვრულობის საფუძველს წარმოადგენს. ის არის ფაქტორი, რომელიც ინდივიდის დისპოზიციათა შინაგან ორგანიზაციას ახდენს. „შინაგანი გარემოს“, ე.ი განწყობის წარმოქმნის წყალობით ინდივიდი, გარეგანი ზემოქმედების განუწყვეტელი ცვლილების მიუხედავად, თანმიმდევრულად მოქმედებს, როგორც აქტიური „ავტონომიური მთლიანობითი ერთეული“; განწყობა უდევს საფუძვლად მისი ქცევის შინაგან მოწესრიგებულობას.
          განწყობა მთლიანობითი მდგომარეობაა, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ინდივიდის ყველა სხვა დიფერენცირებული პროცესისა და ფსიქოლოგიური თავისებურებებისგან. განწყობის თეორიის მიხედვით, განწყობის წარმოქმნის ფაქტორებია მოთხოვნილება და სიტუაცია. მოთხოვნილებისა და მისი დაკმაყოფილების სიტუაციის თანხვდომის შედეგად სუბიექტში წარმოიქმნება სპეციფიკური მდგომარეობა — განწყობა ისეთი ქცევის შესრულებისადმი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ქცევა გაწყობაში წინასწარაა ასახული (ანტიციპირებულია), მაგრამ განწყობას, თავის მხრივ, განაპირობებს მოთხოვნილება და სიტუაცია. ამრიგად, ქცევა წარმოდგენილია, როგორც განწყობის ფაქტორებით განსაზღვრული და ამავე დროს მიზანმიმართული მოქმედება.
განწყობის თეორიის მიხედვით, ინდივიდმა რომ რაიმე ქცევის განხორციელება შეძლოს, იგი როგორც მთლიანობა, სრულიად გარკვეულ მდგომარეობაში უნდა იყოს.
         განწყობა გამოხატავს ინდივიდის ფსიქოლოგიური ორგანიზაციის — „ადამიანურ არსებით ძალათა“ (კ. მარქსი) — უმაღლეს დონეს — მთლიანობითი სუბიექტის (პიროვნების) მოდუსს მისი მოქმედების ყოველ კონკრეტულ მომენტში. იგი თითქოს ერთ ფოკუსში უყრის თავს ყველა იმ შინაგან დინამიურ მიმართებას, რომლებიც აშუალებენ სტიმულთა შემოქმედების შედეგად ინდივიდში აღძრულ ფსიქოლოგიურ ეფექტს და რომელთა საფუძველზეც წარმოიშობა მიმართულების მქონე ქცევა, როგორც გაწონასწორება ინდივიდსა და გარემოს შორის.
             განწყობის ფუნქციას წარმოადგენს არა მარტო ჯერ კიდევ განუხორციელებელი აქტივობის პოტენციური, წინასწარი ორგანიზაციის შექმნა, არამედ უკვე რეალიზებული აქტივობის აქტუალური მართვაც უკუკავშირების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განუწყვეტელი კორეგირების გზით; ტრადიციულად განწყობა წარმოდგენილი იყო როგორც გამოვლენილი ქცევის ერთ-ერთი ფაქტორი. ქართველ ფსიქოლოგთა კონცეფციის თანახმად, მოტივები, პიროვნების ნიშნები, „ღირებულებითი ორიენტაციები“ და ქცევის სხვა ცალკეული ფაქტორები გამოვლინებულ ქცევას უშუალოდ ერთმანეთისგან იზოლირებულად კი არ განსაზღვრავენ, არამედ ემორჩილებიან მთლიანობითი პიროვნების მარეგულირებელ მოდუსს.
         სწავლის მოტივაცია-ყველა აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლად. მოტივაცია არის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი. რაც უფრო მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად არიან – შესაბამისად, სწავლის ხარისხიც იკლებს. არსებობს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. მოსწავლის სასწავლო აქტივობები შეიძლება განპირობებული იყოს მისი შინაგანი და გარეგანი მოტივაციით. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისათვის უფრო მნიშვნელოვანია თავად აქტივობა, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო.
       გარეგან მოტივაციას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა მოსწავლე შესრულებული სასწავლო აქტივობისათვის მოელის წახალისებას, ჯილდოს (კარგი ქულა, შექება, კლასში გარკვეული სტატუსის მოპოვება და ა.შ.) ამ დროს განხორციელებული სასწავლო აქტივობა შესაძლებელია მოსწავლისთვის არ იყოს საინტერესო.
ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან მას აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი. მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება, სტიმული და თანადგომა.
ამრიგად მოსწავლის სასწავლო აქტივობას განაპირობებს როგორც გარეგანი, ისე მისი შინაგანი მოტივაცია. ამიტომ პედაგოგმა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის მოტივაცია, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებებს.

თავი  IV მეთოდოლოგია

კვლევის დროს გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:
Ø  რაოდენობრივი კვლევის მეთოდი-ანკეტირება და მონაცემთა ანალიზი.
Ø  თვისობრივი კვლევიის მეთოდი - დისკუსია ფოკუს-ჯგუფებთან.

პირველადი მდგომარეობის შეფასება:
ანკეტირების კითხვები მოსწავლეთათვის
(რაოდენობრივი კვლევის მეთოდი)


1.   როგორ ფიქრობთ რთულია თუ არა ქიმია?
ü  დიახ
ü  არა

2.   საგნის შესწავლის პრობლემა უკავშირდება მის სირთულეს, თუ სწავლების უინტერესო პროცესს?
ü  სირთულეს
ü  სწავლების უინტერესო პროცესს

3.   საგნის სწავლების უინტერესო პროცესის მიზეზი არის სკოლაში ქიმიის ლაბორატორიის არ ქონა თუ სწავლების მეთოდების არაეფექტურობა?
ü  სკოლაში ქიმიის ლაბორატორიის არ ქონა
ü  სწავლების მეთოდების არაეფექტურობა

4.      მოგწონთ თუ არა ექსპერიმენტული ქიმია?
ü  დიახ
ü  არა

5.      როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ქიმიის გაკვეთილები გავხადოთ საინტერესო?
ü  დიახ
ü  არა

6.      როგორ ფიქრობთ, ქიმია არის სახელმძღვანელოში მოცემული თეორიული მასალა თუ ჩვენი ყოველდღიურობა?
ü  თეორიული მასალა
ü  ჩვენი ყოველდღიურობა

დისკუსია ფოკუსჯგუფებთან
(თვისებრივი კვლევის მეთოდი)
კითხვები ფოკუსჯგუფებისთვის
1.   გიჭირთ თუ არა ქიმიის სწავლა?
2.   რა მიგაჩნიათ ყველაზე რთულ საკითხებად?
3.   გიფიქრიათ, თუ არა რაში გჭირდებათ, ან როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას?
4.   თქვენი აზრით, უკეთ ისწავლით ქიმიას, რომ უფრო მარტივი და გასაგები იყოს?

4.1    კვლევის ეთიკა
   მორალური წესების და პროფესიული კოდების ერთობლიობა რომლითაც სოციოლოგიურ კვლევაში ხელმძღვანელობენ და ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის, წარდგენის და პუბლიკაციის პროცესში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კონფიდენციალობის დაცვაზე. ამას თან ახლავს კვლევის ობიექტის უფლება უარი თქვას მონაცემების მიწოდებასა თუ პირადი აზრის გამოთქმაზე.
      სოციალური კვლევა ყოველთვის რესპონდენტების, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეების მონაწილეობით ტარდება, მისი შედეგები კი არცთუ იშვიათად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ამიტომ სოციალური მეცნიერების ყველა დარგის წარმომადგენელი პროფესიული ორგანიზაციების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა გამოკვლევების წარმართვისას მთელი რიგი ეთიკური პრინციპების დაცვა, რომლებიც რესპონდენტთა და ფართო საზოგადოების უფლებებსა და ინტერესებს იცავს და რომლებიც პროფესიული ეთიკის კოდექსებშია გაერთიანებული.
    ეთიკის კოდექსები ხშირად განიხილება როგორც ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ნორმების გავრცობა ამა თუ იმ პროფესიული საქმიანობის გათვალისწინებით, თუმცა თავად ეთიკის კოდექსები სამართლებრივ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ - ისინი უფრო ფართო ხასიათისა და შინაარსისაა, ვიდრე იურიდიული დოკუმენტები. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ვერცერთი პროფესიული კოდექსი ვერ შეძლებს, შესაძლო სიტუაციების სრული სპექტრი მოიცვას.
          აშკარაა, რომ ნებისმიერი სოციალური კვლევის წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების კეთილგანწყობაზე მკვლევარების მიმართ, რესპონდენტების ნდობაზე ინტერვიუერებისა და გამოკვლევის ორგანიზატორებისადმი, მათ რწმენაზე, რომ კვლევა ტარდება კეთილსინდისიერად, ობიექტურად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით და რომ დაცული იქნება რესპონდენტთა კონფიდენციალობა. ეთიკის კოდექსის მიზანია, აამაღლოს სოციალური კვლევების საზოგადოებრივი პრესტიჟი, გააძლიეროს ნდობა ამ ტიპის საქმიანობის მიმართ და მისი წარმართვისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შექმნას.
           სოციალურ მეცნიერებებში ეთიკური სტანდარტების სისტემატური შემუშავება XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიულმა გაერთიანებებმა. დღეს ეს გაერთიანებები ხშირ შემთხვევაში ტრანსნაციონალურ ხასიათს ატარებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მკვლევარებს აერთიანებენ.
          ეთიკის კოდექსები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ რესპონდენტთა უფლებების დაცვას. ეს გასაგებიცაა - რესპონდენტები კვლევის უმთავრეს ობიექტს წარმოადგენენ. მათი მონაწილეობა კვლევაში დამოკიდებულია მათ კეთილ ნებაზე, და ჩვენი უპირველესი ვალდებულება უნდა იყოს უზრუნველვყოთ, რომ ისინი არ დაზარალდნენ კვლევაში მონაწილეობის მიღების შედეგად.
      ეთიკის კოდექსების მოთხოვნების თანახმად, რესპონდენტების მონაწილეობა გამოკვლევაში ნებაყოფლობითი უნდა იყოს, მკვლევარმა შეძლებისდაგვარად უნდა მიაწოდოს მას სრული ინფორმაცია გამოკვლევის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.
       რესპონდენტთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელსაც მკვლევრები კისრულობენ, მათი კონფიდენციალობის დაცვაა. ხშირად რესპონდენტები მხოლოდ იმ პირობით იძლევიან თანხმობას ჩვენთან საუბარზე, თუ მათი ვინაობა არ იქნება გამჟღავნებული, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, ძალზე რთულია მათი დარწმუნება, რომ ჩვენ მათ კონფიდენციალობას დავიცავთ, ვინაიდან მკვლევრებისთვის, როგორც წესი, ცნობილია რესპონდენტის ვინაობა, მასობრივი გამოკითხვის ჩატარებისას კი ინტერვიუერების მუშაობის კონტროლის უზრუნველსაყოფად ყოველთვის ხდება თითოეული რესპონდენტის სახელისა და მისამართის ჩაწერა. მნიშვნელოვანია, დავარწმუნოთ რესპონდენტები, რომ ეს მხოლოდ გამოკვლევის სათანადო ხარისხით ჩატარების უზრუნველსაყოფად ხდება და რომ შედეგების დამუშავების შემდეგ მათი პასუხები მხოლოდ ანონიმურად იქნება გამოყენებული, მასობრივი გამოკითხვის შემთხვევაში - სტატისტიკური დამუშავების შემდეგ.


4.2  კვლევის სამიზნე ჯგუფი;

    კვლევის სამიზნე ჯგუფი: სსიპ ქ. ხაშურის სსიპ N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები. 16 მოსწავლე.


4.3  მონაცემთა შეგროვების მეთოდები;
თვისობრივი კვლევიის მეთოდი - დისკუსია ფოკუს-ჯგუფებთან
     ფოკუს-ჯგუფი ჯგუფური ინტერვიუს სახეობაა, რომლის მსვლელობაც გარკვეულ წესებს ემორჩილება და რომელსაც სპეციფიკური მიზნები ახასიათებს. ასევე განსხვავებულია ფოკუს-ჯგუფის ჩატარების პროცესში გამოყენებული მეთოდიკები, მოთხოვნები რესპონდენტთა შერჩევისადმი და მკვლევარსა და რესპონდენტებს შორის ურთიერთობის ფორმები.
ზოგიერთი მკვლევარი ფოკუს-ჯგუფს „ჯგუფურ სიღრმისეულ ინტერვიუს“ უწოდებს, ვინაიდან, როგორც წინა ლექციაში აღვნიშნეთ, ფოკუს-ჯგუფსა და სიღრმისეულ ინტერვიუს საერთო თვისებები ახასიათებს. მაგრამ ამ ორ მეთოდს შორის არის სერიოზული განსხვავებებიც, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფოკუს-ჯგუფის დროს ერთდროულად რამდენიმე რესპონდენტს ვესაუბრებით (ყველზე უფრო ხშირად მათი რაოდენობა 8-დან 10-მდე მერყეობს), და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ შორის აზრთა გაცვლას (აქედან გამომდინარეობს ამ მეთოდის კიდევ ერთი დასახელება - „ჯგუფური დისკუსია“).
       სიღრმისეულ ინტერვიუსთან შედარებით, ფოკუს-ჯგუფს ის უპირატესობა აქვს, რომ რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფში ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო გულახდილია, და მისი გულახდილობა, როგორც წესი, ჯგუფის სხვა წევრების გულახდილობასაც იწვევს.
გარდა ამისა, სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარების პროცესში განსაკუთრებით თვალში საცემია ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის არსებული სოციალური დისტანცია, რომელმაც, შესაძლოა, დამთრგუნველად იმოქმედოს რესპონდენტზე. ფოკუს-ჯგუფში ეს სოციალური დისტანცია არ ქრება, მაგრამ აქ რესპონდენტი მარტო აღარ არის - მის გვერდით სხედან სხვა რესპონდენტები, რომლებიც, როგორც წესი, იმავე სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან და რომლებიც მისსავე მდგომარეობაში არიან, რაც რესპონდენტის მეტ სითამამეს იწვევს და თვითდაჯერებულობას მატებს მას. ემპირიულ სოციალურ მეცნიერებებში ფოკუს-ჯგუფების თანამედროვე სახე ჩამოყალიბდა ჯგუფებთან ექსპერიმენტალური მუშაობის გამოცდილების საფუძველზე, რომელსაც თავიდან ფსიქოლოგები მიმართავდნენ.
       თუმცა 1940-იან წლებში სოციალური კვლევების სივრცეში რაოდენობირივი მეთოდები დომინირებდა, ამ პერიოდში ამერიკულ სოციალურ მეცნიერებს შორის იყვნენ ისეთები, ვინც სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოთქვამდა სტრუქტურირებული და მკაცრად ფორმალიზებული მეთოდების მიმართ. ამ სკეპტიციზმის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ფორმალიზებული მეთოდები მნიშვნელოვნად ზღუდავდნენ როგორც რესპონდენტების, ასევე მკვლევრების თავისუფლებას, მკაცრ ჩარჩოებში აქცევდნენ კვლევას, რაც, ზოგის აზრით, უარყოფით გავლენას ახდენდა მიღებული ინფორმაციის სანდოობაზე. ამიტომ თანდათანობით სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდნენ ნაკლებად ფორმალიზებული მეთოდები, სადაც ღია კითხვები და არაფორმალიზებული ინტერვიუები დომინირებდა.
რაოდენობრივი კვლევის მეთოდი ანკეტირება
ანკეტირება არის ინტერვიუს სტრუქტურირებული (ფორმალიზებული) სახე. ანკეტირების დროს ინტერვიუერს არ უწევს რესპოდენტთან უშუალო ურთიერთობა, მითუმეტეს როცა შეიძლება, რომ ანკეტირება იყოს ანონიმური, რაც რესპოდენტის ღიაობას უწყობს ხელს. მართალია ანკეტირება შესაძლოა არ იძლეოდეს საკითხის შესახებ სრულ ინფორმაციას, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკვლევი თემიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო მიმეღო ინფორმაცია უფრო ღიად ვიდრე სხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით. სწორედ ამიტომ შევარჩიე ანკეტირების დახურული და ანონიმური მეთოდი. ხოლო სანდოობის გაზრდის მიზნით გამოვიყენე თვისობრივი კვლევის მეთოდი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე.
           კვლევა --ნაშრომის მომზადება ასევე გულისხმობს კვლევის დაგეგმვა-განხორციელების ეტაპს. კვლევის ფარგლებში გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები. რაოდენობრივი -კვლევის ეს მეთოდი უაღესად პოპულარული და ფართოდ გავრცელებულია მთელ რიგ სამეცნიერო დისციპლინებში, რადგან მონაცემების მოპოვების საიმედო და აღიარებულ ტექნიკადაა მიჩნეული. ის იძლევა ობიექტური რეალობის წვდომის შესაძლებლობას, ვიდრე თვისებრივი, რომელიც შესაძლოა  იყოს დამოკიდებული მკვლევარის სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე.
    რაოდენობრივი კვლევის მეთოდები ობიექტური რეალობის წვდომის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე თვისებრივი კვლევის მეთოდები, რომლებიც დიდადაა დამოკიდებული მკვლევრის სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე.
      სტრუქტურული თვალსაზრისითაც, რაოდენობრივი კვლევა მეტად ორგანიზებულად მიიჩნევა, ვიდრე თვისებრივი კვლევა. თუ თვისებრივი კვლევის დიზაინი ყალიბდება და იხვეწება თავად კვლევის პროცესში, რაოდენობრივი კვლევის ნებისმიერი ასპექტი დეტალურად მოფიქრებული და წინასწარ დაგეგმილია. ამდენად, მკვლევარისთვის უფრო იოლია თვალყურის მიდევნება, თუ როგორი წარმატებით გაიარა თითოეული ეტაპი და როდის გადაუხვია დაგეგმილი კურსიდან. შესაბამისად, სხვებსაც მეტი შესაძლებლობა აქვთ შეაფასონ მოცემული კვლევის ხარისხი და სანდოობა.
           მკვლევარმა არასოდეს იცის წინასწარ, თუ რა სიურპრიზებს უმზადებს თვისებრივი კვლევა, რადგან შეუძლებელია გამოიცნო, თუ რაოდენ ღრმა და ინფორმატიული აღმოჩნდება სიღრმისეული ინტერვიუ ან რა მოულოდნელი აღმოჩენით დასრულდება დაკვირვება. რაოდენობრივი კვლევისას კი მკვლევარმა წინასწარ იცის, თუ რას უნდა მოელოდეს კვლევისგან იმისდა მიუხედავად, დადასტურდება თუ უარიყოფა ჰიპოთეზები, რადგან რესპონდენტი ყოველთვის შეზღუდულია მკვლევრის მიერ წინასწარ მოფიქრებული სავარაუდო პასუხებით. ეს განაპირობებს იმას, რომ თვისებრივი ინტერვიუ შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს და მისმა კოდირებამ და მონაცემების დამუშავებამ დიდი ძალისხმევა მოითხოვოს, ხოლო რაოდენობრივი ინტერვიუს სავარაუდო ხანგრძლივობა განსაზღვრულია და მისი მონაცემების დამუშავებაც გაცილებით მარტივია, ვინაიდან შეკითხვებზე პასუხები წინასწარ კოდირებულია. ამასთან, თვისებრივი მონაცემები უმეტესად ტექსტის სახით გვეძლევა და როგორც ჯერ კიდევ პლატონი აღნიშნავდა, სიტყვები მანიპულაციის იარაღია, რადგან ისინი პირდაპირ კი არ ასახავენ რეალობას, არამედ მის იდეალიზებულ მენტალურ მიმსგავსებას წარმოადგენენ. რაოდენობრივი მონაცემები კი, რადგან რიცხვების სახით გვეძლევა, სტატისტიკურად სანდოდ მიიჩნევა.
სოციალური კვლევის მიზანია აღწეროს, რა ხდება საზოგადოებაში და ახსნას, რატომ ხდება ასე.
    ამგვარად, კვლევა გულისხმობს მუდმივ ურთიერთობას დაკვირვებასა და ახსნას შორის.

4.4  მონაცემთა ანალიზი
     პირველადი შედეგების ანალიზი განვახორციელე დიაგრამების საშულებით, რამაც ნათლად დამანახა შედეგები და მომცა საშუალება კვლევის მომდევნო ეტაპის განხორციელების.
პირველადი შედგების ანალიზი:
   დისკუსიის დროს მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ ქიმია რთული საგანია. თვლიან, რომ ყველაზე მეტად უჭირთ ქიმიური რეაქციების გაგება და თეორიასთან დაკავშირება. ასევე, უჭირთ იმის ახსნა, თუ რაში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. აღნიშნავდნენ, რომ ქიმია საინტერესო საგანია და უფრო საინტერესოდ, რომ მიმდინარეობდეს სწავლების პროცესი უკეთესად ისწავლიდნენ.
   ანკეტირების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები: მოსწავლეების უმეტესობა თვლის რომ ქიმია რთულია. დასწავლის პრობლემები ძირითადად საგნის სირთულეს უკავშირდება. ასევე, თვლიდნენ, რომ სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოწვეულია, ლაბორატორიის არ ქონით. თვლიან, რომ საინტერესოა ექსპერიმენტალური ქიმია, თუმცა მიიჩნევენ, რომ ქიმია არის სახელმძღვანელოში მოცემული თეორიული მასალა და არა ყოველდღიურობა.







N
კითხვების
დიახ
არა
1
რთულია თუ არა ქიმია?
12
4
2
დასწავლის პრობლემა უკავშირდება
საგნის სირთულეს-10
სწ. უინტერესო პროცესს-6
3
სწავლების პროცესის უინტერესობა უკავშირდება
ლაბორატ. არ ქონას-9
სწავ. მეთოდებს-7
4
მოგწონთ თუ არა ექსპერიმენტული ქიმია?
16
0
5
შეიძლება, რომ ქიმია გახდეს საინტერესო?
13
3
6
ქიმია არის?
ჩვენი ყოველდღ-5
თეორიული მასალა-11

4.5 შედეგების ანალიზი; ცხრილები/დიაგრემები:



4. 6 კვლევის ვადები ;
აქტივობა
X
XI
XII
I
II
  IV
V
VI
საკვლევი პრობლემის შერჩევა



კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება






კვლევის მეთოდების შერჩევა 





კითხვარის შერჩევა, დამუშავება





მასწავლებელთა ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრა
(თვისობრივი მეთოდი)
ü   


მოსწავლეთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)

ü   







მონაცემთა დამუშავება
(შეგროვება, ანალიზი)

ü   










ინტერვენციების განხორციელება



ინტერვენციების შემდეგ მოსწავლეთა ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრა (თვისობრივი მეთოდი)


ü   

ინტერვენციების შემდეგ მოსწავლეთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)






ü   


ინტერვენციების შედეგების ანალიზი







ü   

შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის პრეზენტაცია








ü   

თავი V    ინტერვენციები

    მოსწავლეთა გამოკითხვისა და დისკუსიის შედეგების გათვალისწიებით დავგეგმე ინტერვენციები:
       
5.1 ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;

ინტერვენცია I – ვიკვლევთ ქიმიას ცხოვრებაში
   ინტერვენიცია გულისხმობს, რომ მოსწავლეებმა უნდა მათვის საყვარელი საკვები: რძე, შესქელებული რძე, შოკოლადი და სხვა დაადგინონ, ამოწერონ რა ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს თითოეული მათგანი და მათ მიერ ამოწერილი ქიმიური ელემენტებისა და ნაერთების შესახებ მოიძიონ იფორმაცია და დაადგინონ რა მიზნით იყენებენ მათ პროდუქტის დამამზადებლები.
  ინტერვენციების ფარგლებში მოსწავლეებს შევთავაზე აეღწერათ მათი ყოველდღიური ცხოვრება, საუზმე (ჩაიში შაქრის ჩაყრა), სადილი თუ ვახშამი. ანუ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც დღის მანძილზე განახორციელებდნენ. მაგ: რატომ იხეხავენ კბილებს და რა ხდება ამ დროს. რატომ ფიქრობენ, რომ კბილის სახეხი საშუალებები აცილებს ნადებს. მოსწავლეებს დღის მანძილზე განხორციელებულ ქმედებაზე უნდა მოეხდინათ დაკვირვება და აღმოეჩინათ ქიმია. მაგ:  ჭურჭლის სარეცხი ქიმია, სარეცხი საშუალებები, მომზადებული საკვები, წვენები და ა.შ
   ინტერვენციის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს  თეორიული ქიმია გადაეტანათ ყოველდღიურობაში და მოეხდინათ აღმოჩენები.
 
ინტერვენცია II- ვიზიტი სახალისო  მეცნიერებათა „ექსპერიმენტარიუმის“
                            მუზეუმში.
    „ექსპერიმენტარიუმი“ მოსწავლეებს აძლევს საშუალებას დაათვალიერონ, არა მხოლოდ ინტერაქტიური ექსპონატები, არამედ თვითონ ჩაატარონ ცდები და უაშუალოდ იყვნენ  მონაწილე, თუ დამკვირვებლები.
     აღნიშნული ინტერვენცია მოსწავლეებს აძლევს საშუალებას მოხვდნენ ისეთ გარემოში, რომელიც აღძრავს მათ ინტერესს ქიმიისადმი. ვფიქრობ, რომ ინტერესი გააჩენს ქიმიის შესწავლის მოთხოვნილებას და მოხდება გარემოსთან თანხვედრა.

ინტერვენცია III – ვიზიტი  ნატახტარში
   ინტერვენიციის ფარგლებში გადავწყვიტე განგვეხორციელებინა ვიზიტი ნატახტარის ქარხანაში, რათა მოსწავლეებს უშუალოდ ენახათ წარმოების პროცესი და სხვა თვალით დაენახათ ქიმიის შესწავლის მნიშვნელობა და ღირებულება.                 ვფიქრობ, რომ აღნიშნული ვიზიტი ასევე დაეხმარება მათ სამომავლოდ, პროფესიით დაინტრესებაში და საგნისადმი ინტერესის აღძვრაში.

ინტერვენცია IV – ვიზიტი სსიპ ქ. ხაშურის N9 საჯარო სკოლაში

     კოლეგებს მე-9 სკოლაში აქვთ ქიმიის თანამდეროვე ლაბორატორია, შესაბამისად მნიშვნელოვნად მივიჩნიე, როგორც კოლეგებს შორის თანამშრობლობის ასპექტები, ასევე მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი უნარის განვითარება. შესაბამისად, კოლეგასთან ერთად დავგეგმთ ორი სხვადსხვა სკოლის მოსწავლეთათვის ერთობლივი სახალისო აქტივობები. მოსწავლეებს დამოუკიდებლად უნდა შეერჩიათ აქტივობები და მათი ინტერესების გათვალისწინებით დაგვგეგმე  ცდები და ექსპერიმენტები.


5.2 ინტერვენციების შეფასების მეთოდები;

1. ინტერვენციების შემდეგ  დისკუსია მოსწალეთა ფოკუს-ჯგუფებთან (თვისობრივი მეთოდი).
2. ინტერვენციების შემდეგ მოსწავლეთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)
3. ინტერვენციების შედეგების ანალიზი
4. ინტერვენციებისა და პირველადი შედეგების შედარებითი ანალიზი.
    ინტერვენციების შემდეგ შედეგების კვლევა მოხდა იგივე კითხვარების გამოყენებით, რათა შესაძლებელი ყოფილიყო შედეგების შედარება ინდერვენციებებამდე და მის შემდეგ. ერთიდაიმავე კითხვარების გამოყენების შემდეგ შესაძლებელი გახდა შედარებითი ანალიზის გაკეთება და დაკვირვება, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ინტერვენციები შედეგების გასაუმჯობესებლად.

ანკეტირების კითხვები მოსწავლეთათვის:
(რაოდენობრივი კვლევის მეთოდი)
ინტერვიუ მოსწავლეთა ფოკუსჯუფებთან
(თვისობრივი კვლევის მეთოდი)
თავი VI    კვლევის შედეგების ანალიზი
6.1  პირველადი  მონაცემებისა  და ინტერვენციების შედეგები;
  გამოყენებული ინტერვენციები ძალზე საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო „ვიკვლევთ ქიმიას ჩვენს ცხოვრებაში“ და ვიზიტი მე-9 საჯარო სკოლაში. მოსწავლეები სიამოვნებით იყვენ ჩართულნი აქტივობებში. ვფიქრობ, რომ ნამდვილად შედგა მთლიანპიროვნული მზაობა და ამაღლდა საგნის შესწავლისადმი მოტივაცია.
    არანაკლებ საინტერესო იყო გასვლითი ღონისძიებები ექსპერიმენტარიუმსა და ნატახტარის ქარხანაში. ვფიქრობ, რომ მოსწავლეებმა აღმოაჩინეს ქიმია და პასუხი გასცეს მთავარ კითხვას:  რაში გვჭირდება ქიმიის სწავლა?
   შესაბამისად, შეიცვალა დისკუსიისა და ანკეტირების შედეგები. მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ მათთვის მეტად საინტერესო გახდა ქიმიის შესწავლა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ქიმია არის მათი ყოველდღიურობა და შესაძლებელია მისი შესწავლა სკოლის ლაბორატორიის გარეშეც.

6.2  კვლევის შედეგებია ანალიზი
მოსწავლეთა პირველადი და ინტერვენციების შემდეგი შედეგების შედარებითი ანალიზი:
მითითებულია რესპოდენტთა რაოდენობა. სულ 16 მოსწავლე
N
კითხვების
დიახ
არა
1
რთულია თუ არა ქიმია?
12/6
4/12
2
დასწავლის პრობლემა უკავშირდება
საგნის სირთულეს-10/7
სწ. უინტერესო პროცესს-6/9
3
სწავლების პროცესის უინტერესობა უკავშირდება
ლაბორატ. არ ქონას-9/3
სწავ. მეთოდებს-7/13
4
მოგწონთ თუ არა ექსპერიმენტული ქიმია?
16/16
0/0
5
შეიძლება, რომ ქიმია გახდეს საინტერესო?
13/16
3/0
6
ქიმია არის?
ჩვენი ყოველდღ-5/15
თეორიული მასალა-11/1
 
შედარებითი დიაგრამები:








თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები,
მიგნებები:

გამოყენებულმა ინტერვენციებმა ხელი შეუწყო:

ü მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარებას
ü გაიზარდა საგნისადმი ინტერესი
ü ამაღლადა მოსწავლეთა მოტივაცია
ü შედგა მთლიანპიროვნული მზაობა


რეკომენდაციები:

       აღნიშნული კვლევის საფუძველზე კოლეგებს შემიძლია მივცე რეკომენდაცაციები, რომ „განწყობის თეორიის“ გამოყენება პრაქტიკაში ძალზე ეფექტურია. მოსწავლეები სიამოვნებით ასრულებენ მათთვის საინტერესო დავალებებს, თუ ის მათი მოთხოვნილებების შესაბამისია. ასევე ეფექტურია, ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოთხოვნილებებთან თანხვედრას.
     ვფიქრობ, რომ კვლევის პროცესში დასწავლა მოხდა ლატენტურად, ნაწილობრივ თამაშითა და სახალისი აქტივობებით, რაც უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე ობიექტივაცია.
     კოლეგებს ვურჩევდი, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ დ. უზნაძის თეორიას და შეეცადონ მის გამოყენებას პრაქტიკაში.



სირთულე:
    
     ვფიქრობ, რომ კვლევა განხორციელდა ეფექტურად. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და გამოყენებულმა ინტერვენციებმა ხელი შეუწყო დასახულ მიზანზე გასვლას, თუმცა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული გასვლითი ღონისძიებები და საორგანიზაციო საკითხები.

ბიბლიოგრაფია:

1.    განვითარებისა და სწავლის თეორიები, 1 წიგნი. (რედ. ს. გორგოძე). თბილისი. 2009.
2.    გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014)  მანანა ბოჭორიშვილი
3.    გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსიhttp://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
4.    ეროვნული სასწავლო გეგმა 2016-2018წ
5.    ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006
6.    კვლევაზე დაფუძნებული სწავლება პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კონფერენციის მასალები https://salis.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/journal1.pdf
7.    მ. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
8.    სახელმწიფო შეფასება საბუნებისმეტყველო საგნები IX კლასი https://www.naec.ge/uploads/postData/KVLEVEBI/saxelmwifo-shefaseba-sabunebismetyvelo-sagnebSi-2016.pdf
9.    სწავლებისა და მოტივაციის თეორიები http://mastsavlebeli.ge/?p=2397
10.    სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები http://mastsavlebeli.ge/?p=1797
11.    სტრატეგიები, სწავლის მოტივაციის გასაზრდელად http://mastsavlebeli.ge/?p=1528
12.   ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევებიინტერნეტჟურნალიმასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281
13.   უზნაძე დ., განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები, „ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, 1949, ტ.6
14.   წულაძე . „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებშითბ.











1 comment:

  1. ძალიან საინტერესო იყო, ნანა, მომეწონა

    ReplyDelete